Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი- ,,ბუნება ჩვენი მკურნალია"    დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიო და დავდე ბლოგზე. ინტელის ძირითადმა კურსმა მასწავლა, რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწვლეებს გამოვუმუშაო 21-საუკუნის უნარ- ჩვევები. პროექტშიდავგეგმავთ ისეთ აქტივობებს, სადაც მოსწავლეები იკვლევენ, აანალიზებენ, აღწერენ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ ერთმანეთს. პროექტის სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას, რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს, მოსწავლეტა ჩართულობის ხარისხი მაღალია, სწავლის პროცესი საინტერესოა და კეთებით ხორციელდება. გვასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდები და გამოყენება. 
        მადლობა ქალბატონ ნინო მღებრიშვილს ასეთი ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

Saturday, June 25, 2016

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამოდენიმე თვალსაზრისით.
      ვისწავლე რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა პროექტული სწავლების დროს.ვნახეთ რჩევები ყველა  ტიპის დიფერენცირებულ მიდგომაზე. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსე დიფერენცირებული სწავლების გრაფა. მოსწავლის თვითრეგულირებას ხელი შევუწყვე იმით რომ შევქმენი მოსწავლის დავალების ნიმუში. გეგმის პოცედურებში შევიტანე ცვლილებები. შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, June 23, 2016

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით . გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს. ასევე გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში. შესწორება შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერეთ შეფასების მეთოდები. პორტფოლიოს შეფასების რუბრიეკით კოლეგებს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განმავითაღებელი კომენტარით.

მეშვიდე დღე


Monday, June 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

 ტექნოლოგიები გვეხმარება სწავლის პროცესისხელშესაწყობად.  შევქმენით მოსწავლის ნიმუშის სავარაუდო პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს თავისი ცოდნის გამოვლენაში რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტის შექმნისას. 

Saturday, June 18, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

       ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენაშეიძლება ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
        ვისწვლეთ სასურველი საიტების დამახსოვრება, გაზიარება ჩემი კოლეგის პროექტის და კომენტარის გაკეთება.
       
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი მოდული დმეხმარა  გამეანალიზებინა  განმავითარებელი  შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწვლეების წინარე ცოდნის გამოვლენაში, პროგრესის გამოვლენაში, გეგმის დემნსტრირებაში. მოახდენს გაგების შეფასებას და შეაფასებს მეტა შემეცნებას, ასევე შევიმუშავე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებ პროექტის მანძილზე.  ბოლოს შევქმენი პროექტის პრეზენტაცია წარმოვადგინო აუდიტორიის წინაშე.